კატასტროფული 20 წამი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში (ვიდეო)

დღეს, საქართველოს ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს და ჰოლანდიის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება.
ვილი სანიოლის გუნდი კარგ განწყობაზეა, რადგან 2 ივნისს, ფრანგმა სპეციალისტმა პირველი მატჩი მოიგო და რუმინეთი 2:1 დაამარცხა.
დღევანდელ შეხვედრას ახალგაზრდა ფეხბურთელი ირაკლი აზაროვი გამოტოვებს, რომელიც ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა.
ვილი სანიოლი: კონკრეტულს არაფერს ველოდები, უფრო იმაზე ვართ კონცენტრირებული თუ როგორ უნდა ვითამაშოთ ჩვენ. ბევრ მოთამაშეს საკმაოდ ხანგრძლივი სეზონი ჰქონდა, აქედან გამომდინარე მოსამზადებელი ეტაპის პირველი დღეები ცოტა რთული იყო, თუმცა ახლა ყველაფერი რიგზეა. ორი დღის უკან რუმინეთის წინააღმდეგ ვითამაშეთ, ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი იყო, მაგრამ ნელ-ნელა ფორმაში შევდივართ და იმედი მაქვს ხვალ კარგ თამაშს ვაჩვენებთ. საზაფხულო შესვენებამდე უნდა შევეცადოთ, რომ საკუთარი თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ.
კატასტროფული 20 წამი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში (ვიდეო)
დატოვე კომენტარი
ასევე გირჩევთ